ჩოხატაურში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა. 16 ინფიცირებულიდან 3 აკეთის მცხოვრებია, უშუალოდ ჩოხატაურში გამოვლენილი 13 ინფიცირებას შორის 2 პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა, რის გამოც სკოლის მე-8 და მე-11 კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, შორენა სიხარულიძის თქმით, სკოლაში სულ ინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
“მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის დაგვიფიქსირდა კორონავირუსი. როგორც ვიცი, მათი ოჯახის წევრებს ჰქონდათ დადასტურებული. ორივე კლასი გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. რამდენადაც ვიცი, შიდა გავრცელების რისკი მოსწავლეებს შორის ძალიან დაბალი უნდა იყოს. რადგან თითოეული სკოლა მკაცრად იცავს თავს”,_ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
შეკითხვაზე, ბავშვები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ დადიოდნენ თუ არა სკოლაში- სიხარულიძე გვპასუხობს:
“ერთ ოჯახში დაფიქსირებული იყო კორონავირუსი და ის მოსწავლე არ დადიოდა სკოლაში, დანარჩენი ბავშვები კი ვიდრე პასუხი მოუვიდოდათ მათ მშობლებს, ნამყოფი არიან სკოლაში”,_ გვითხრა სიხარულიძემ.