ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირებულებს შორის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეა. კლასი, რომელშიც აღნიშნული მოსწავლე სწავლობს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე უკვე გადავიდა.



































































