1988 წელს, კომპიუტერული მოწყობილობების ამერიკულმა ასოციაციამ 30 ნოემბერი ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღედ (Computer Security day) გამოაცხადა. ამ დღის მნიშვნელობა მდგომარეობს კომპიუტერისა და მასში არსებული ინფორმაციის დაცვის აუცილებლობაში.
საერთაშორისო მნიშვნელობა ამ დღეს 1988 წელს შემთხვევით არ შესძენია. სწორედ, 1988 წელს გავრცელდა „მორისის ჭიაყელის“ მასობრივი ეპიდემია. პირველად მაშინ დაფიქრდნენ სპეციალისტები საინფორმაციო უსაფრთხოებისადმი კომპლექსურ მიდგომაზე. თუმცა კომპიუტერული ვირუსის ადრეული პროტოტიპი გაჩნდა ჯერ კიდევ 1983 წელს. ამიტომაც 1980-იანი წლების ბოლოდან ტარდება საერთაშორისო კონფერენციები ინფორმაციის დასაცავად – საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებები. იქ მოაქვთ ხოლმე ცნობები დაუცველი აპარატურის მიზეზით მიღებული ზიანის შესახებ; მაგალითად, დანაკარგმა მარტო ერთი კომპიუტერული ვირუსის „I love you“-ს ზემოქმედებისაგან 2000 წელს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში შეადგინა მილიარდი დოლარი. ყოველი მომხმარებელი თვითონ უნდა ზრუნავდეს და წესრიგში მოჰყავდეს საინფორმაციო აქტივები და რესურსები. ამ კონტექსტში საინფორმაციო დაცვა გულისხმობს: ანტივირუსული პროგრამის მოხმარებას, ქსელთაშორისი ეკრანების დაყენებას, ძნელად გასარკვევი პაროლების გამოყენებას, სოციალურ ინჟინერიას, საინფორმაციო რესურსების და აქტივების ფიზიკურ დაცვას და სხვა ზომებს.