მეორე დღე დაიწყო რაც ინტერპოლის დაკარგულ პრეზიდენტს პოლიცია ეძებს.
მისი გაუჩინარების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოჯახმა მენ ჰუნვეისთან დაკავშირება ვერ შეძლო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შემდეგ, მისი ცოლი უსაფრთხოების მიზნით, დაცულ ადგილას გადაიყვანეს.
როგორც ინტერპოლმა EURONEWS განუცხადა, ეს არის საფრანგეთისა და ჩინეთის შესაბამისი სამსახურების საქმე და მეტ კომენტარს არ გააკეთებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, არც ჩინეთის ხელისუფლებას და არც ჩინურ მედიას ინტერპოლის პრეზიდენტის შესახებ არაფერი უთქვამთ.
არსებობს ვერსიაც, რომ ინტერპოლის პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლება გადაიმტერა, რის გამოც, დააკავეს.
მენ ჰუნვეი ინტერპოლის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს და მას ვადა 2020 წელს ეწურება.
მენ ჰუნვეის ინტერპოლის პრეზიდენტად დანიშვნის გამო შეშფოთებას ადამიანის უფლებადამცველებიც გამოთქვამდნენ, რადგან ჩინეთს პოლიტიკურ და სამართლებრივი სისტემებს შორის პერმანენტული ურთიერთბის დამყარების გამოცდილება აქვს და წლების განავლობაში ცდილობდა ინტერპოლი გამოეყენებინა საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტების და ლტოლვილების დასაკავებლად.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის პრეზიდენტი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.