გუშინ ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 73 წლის ქალი ელა თალაკვაძეა. ელა წარმოშობით უკრაინიდან იყო. ის მეუღლესთან სულიკო თალაკვაძესთან ერთად წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.
„რამდენიმე წელია ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად ბიძაჩემი სულიკო მეუღლესთან ერთად, ჯერ თბილისში და შემდეგ მშობლიურ ოზურგეთში. ჰყავთ ორი შვილი. ერთი ისრაელში ცხოვრობს და ერთი _ გერმანიაში. ელა კეთილშობილი, ინტელიგენტი და განათლებული ქალი იყო. ჩვენი ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედია არის. ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან“,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ოჯახის ნათესავმა ეკა ჭელიძემ.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.