ცოტა ხნის წინ, მსახიობ ჯონი დეპის სახლში უსახლკარო შეიპარა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა კაცმა მსახიობის სახლში მეზობლის ეზოს გავლით შეაღწია. მეზობლებმა ის დაინახეს და პოლიციას აცნობეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კაცი აბაზანაში დახვდათ. ის შხაპს იღებდა და აბაზანიდან გამოსვლაზე უარს ამბობდა, რის გამოც პოლიციელებს კარის შემტვრევა მოუხდათ.
როგორც აღმოჩნდა, უსახლკაროს აბაზანაში შესვლამდე ალკოჰოლიც ჰქონდა მიღებული, რომელიც დეპის სახლში იპოვა.
ავტორი