იოსებ კეჭაყმაძის მუსიკას მთვარეზე გაგზავნიან.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ციფრული არქივის სახით მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის ხელოვანთა ნამუშევრების გაშვება იგეგმება, საქართველოდან იოსებ კეჭაყმაძის ორი ნაწარმოები(“ეგზერსისი”, “ლაშარის გზაზე”) და ქართული ხალხური სიმღერა ” ვარადო” გაემგზავრება.
სამივე ნაწარმოების შემსრულებელი “გორის ქალთა გუნდია” თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.
პროექტი აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA), კომპანია SpaceX-ის, Astrobotic Technology-ისა და კორპორაცია Incandence Corp-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც ცნობილია, ყველა ეს ნამუშევარი მოთავსდება მე-2 კაფსულაში და მთვარეზე დაჯდება 2024 წელს.