https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

იფრინეს თუ არა შოვში შსს-ს თერმულმა დრონებმა პირველ კრიტიკულ საათებში?

20:00; 18.08.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოფიციალურ მონაცემებსა და თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რომ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის შემდეგ პირველი რამდენიმე კრიტიკული საათის განმავლობაში, ტერიტორიის თავზე შს სამინისტროს თერმულმა დრონებმა იფრინეს.

დრონი თერმული კამერით, ანუ თერმული დრონი, თითქმის შეუცვლელი ინსტრუმენტია სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ხედვის შესაძლებლობები შეზღუდულია.

თერმული კამერა „ხედავს“ – ადამიანებს, ცხოველებს, მარტივად რომ ვთქვათ ყველას, ვისი სხეულის ტემპერატურა 30 გრადუსიდან ზევითაა, ანუ ცოცხალია.

თერმულ კამერას შეუძლია დააფიქსიროს ცხედარიც, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ჯერ კიდევ ასხივებს თერმული კამერისთვის აღსაქმელ სითბოს. ანუ, ადამიანის გარდაცვალებიდან არ არის გასული ორ–სამ საათზე მეტი.

თერმული კამერით ძებნისას მნიშვნელობა აქვს გარემოსაც. მაგალითად, თოვლსა და ღვარცოფში, სადაც ტემპერატურა დაბალია, გარდაცვლილი ადამიანის სხეული უფრო სწრაფად კარგავს სითბოს და შესაბამისად, მცირდება თერმული კამერის ეფექტიანობაც.

თერმულ დრონებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს იყენებენ დღისითაც, როდესაც სამძებრო ტერიტორიაზე, ხედვის არეალსა და ობიექტებს სხვადასხვა ფიზიკური ბარიერები, მაგალითად, ნანგრევები ან ტალახი ფარავს, ამ დროს კამერა აგნებს და ნარინჯისფრად ან წითლად ამოანათებს გადარჩენილ ადამიანებსა და ცხოველებს. უარეს შემთხვევაში – გარდაცვლილი ადამიანის ცხედარს.

რატომ არის მნიშვნელოვანი დრონების რაც შეიძლება სწრაფად გამოყენება?

პირველი – იმიტომ, რომ გადარჩენილები რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ მაშველებმა უსაფრთხო ადგილას. და მეორე – იპოვოს ახლად დაღუპულები მანამდე, სანამ მათი ცხედრები უფრო ღრმად არ ჩაეფლობა, მაგალითად, მეწყერში, ღვარცოფში და უჩინარნი გახდებიან როგორც თერმული დრონებისთვის, ისე სხვა ტექნიკისა და მაშველებისთვის.

დრონს, რომელიც თერმული კამერითაა აღჭურვილი, არ შეუძლია დააფიქსიროს ცოცხალი არსება, თუკი ის მიწის ქვეშ, თუნდაც ნახევარი მეტრის სიღრმეში იმყოფება. ანუ, მცდარია წარმოადგენა იმის შესახებ, რომ თერმულ კამერას ე.წ. რენტგენის უნარი აქვს.

„თუკი ცოცხალი ადამიანი ან ახლად გარდაცვლილი ადამიანი, არც ისე ღრმადაა ჩაფლული, მაგალითად, რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმეშია, გინდ ნანგრევებში, გინდ მეწყერში, გარშემო ტერიტორიას გარემოსთან შედარებით ათბობს და არის შანსი, რომ ზევიდან დახედვისას, განსაკუთრებით ღამით, როცა მზე არ ანათებს და დანარჩენი ყველაფერი ცივია, დაინახო გამთბარი ზონები, რაც გეუბნება იმას, რომ იქ ან ცოცხალი ობიექტია ან სულ ცოტა ხნის წინ არის დაღუპული“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას უჩა აბაშიძე, სამხედრო კომენტატორი და დრონების მწარმოებელი.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუკი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თერმულ დრონებს იყენებს, ტექნიკა ოპერაციაში სტიქიიდან რაც შეიძლება სწრაფად, უახლოეს საათებში ჩაერთოს.

თერმული დრონებით მუშაობისას, მნიშვნელოვანია კამერების გამოყენების ზედმიწევნით ცოდნაც, ამბობს უჩა აბაშიძე. მისი თქმით, ოპერატორს, რომელიც თერმულ დრონთან მუშაობს, უნდა შეეძლოს, ამოიცნოს თერმულ კამერაში მოხვედრილი სხვადასხვა ობიექტი:

„მაშველები უნდა ვარჯიშობდნენ, დგამდნენ სიმულაციებს, უნდა იცოდნენ, რა მდგომარეობაში, რისი აღმოჩენა შეუძლიათ. მაგალითად, შეუძლიათ თუ არა ზედაპირული ტალახის ქვეშ, ადამიანის სხეულის რომელიმე ნაწილის გარჩევა, ხელის, ფეხის. შეუძლიათ თუ არა სხეულის სითბოსგან გამთბარი ტალახის დანახვა. უნდა იცოდე, რის ამოცნობა შეუძლია შენს კამერას და რის _ არა, რადგან თანამედროვე თერმული კამერები ხარისხის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან და ბევრი რამ სწორედ მათ ხარისხზეა დამოკიდებული“.

დრონებს თერმული კამერით საქართველოში არაერთი კომპანია აწარმოებს. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული კომპანია “დელტა-ვებე”.

უჩა აბაშიძის შეფასებით, საქართველოში 2 ასეულამდე თერმული დრონი იქნება. მათი ღირებულება ხარისხის მიხედვით 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე მერყეობს.

რას ამბობს შსს სტიქიის ზონაში თერმული დრონების გამოყენებაზე?

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, ღვარცოფი დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამძებრო–სამაშველო ოპერაციაში სტიქიიდან დაახლოებით 3-დან 4 საათში ჩაერთვნენ. ანუ, მაშინ, როდესაც ღვარცოფს უკვე სრულად ჰქონდა დაფარული კურორტ შოვის არეალი, მათ შორის, ღვარცოფის ქვეშ იყო მოქცეული და აღარ არსებობდა ე.წ. კოტეჯების ტერიტორია, სადაც სტიქიის მომენტში ათობით ადამიანი იმყოფებოდა, ღვარცოფს ჰქონდა წაღებული მჟავე წყლების მიმდებარე ტერიტორიაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 3 აგვისტოს გავრცელებულ პირველ განცხადებებში, არსად იყო ნახსენები, რომ ღვარცოფში მოყოლილ ადამიანებს მაშველები დრონებით და მით უმეტეს, თერმული დრონების დახმარებით ეძებდნენ.

ინფორმაცია სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში დრონების ჩართვის შესახებ მხოლოდ 4 აგვისტოს გაჩნდა. თუმცა, არსად ყოფილა ნახსენები სიტყვა თერმული დრონი: „ძებნა–შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე–მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი“.

„თერმული დრონები“ პირველად 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და სწორედ ამით ახსნა სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ სტიქიის ღამეს, კატასტროფის ეპიცენტრში, „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა“ ვერტმფრენების გამოყენების:

„რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭიროება? გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების საშუალებით უფრო მარტივად [ეძებდა], ვიდრე ვერტმფრენით. სითბური დრონების საშუალებით ჩვენ მოვახდინეთ იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები“.

სტიქიის ღამეს თერმული დრონების გამოყენებასა და შესაბამისად, სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროების არ არსებობაზე ილაპარაკა 13 აგვისტოს შოვში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც:

„მუშაობდა 5-6 სითბური დრონი, რომლებიც ბევრად უკეთესად ხედავს. ეს არის მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიური დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობდნენ მაღალ და დაბალ სიმაღლეებზე. კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით? დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ დაღამდებოდა, 2 საათით ადრე ვერტმფრენებმა იმუშავეს, გამოიყვანეს ხალხი, ის 140 ადამიანი იყო უსაფრთხოდ, მათთან იყვნენ ჩვენი პოლიციელები, მაშველები“.

3 აგვისტოს, სტიქიის ზონაში, ღვარცოფში, 6 წლის შვილთან და სხვა 10 ადამიანთან ერთად ჩარჩენილი გიო ადამია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სამაშველო ვერტმფრენმა გადაუფრინათ, მალევე გამოჩნდა მათ თავზე დრონი. თუმცა, დაზუსტებით იმის თქმა, ვის ეკუთვნოდა დრონი და იყო თუ არა ის სითბური კამერით აღჭურვილი, არ შეუძლია:

“დაახლოებით საღამოს 6 საათის შემდეგ გამოჩნდა დრონი. დაგვაფიქსირა, ხელს ვუქნევდით, ვეძახდით. არ ვიცი, ვისი ან რა ტიპის დრონი იყო. გადაგვიღო და გაფრინდა”.

რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ?

მუშაობდა თუ არა ნამდვილად სტიქიიდან პირველი კრიტიკული საათებისა და ღამის განმავლობაში თერმული დრონები, ამის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადა:

  • სტიქიის დღეს, რომელ საათზე დაიწყეს მუშაობა თერმულმა დრონებმა?
  • 3-4 აგვისტოს, რამდენი საათი იმუშავეს თერმულმა დრონებმა და კონკრეტულად რა ტერიტორია დაათვალიერეს?
  • დააფიქსირა თუ არა თერმულმა დრონებმა მეწყერში მოყოლილი ცოცხალი ადამიანები, რომელთა „პირველაღმომჩენი“ სწორედ თერმული დრონი იყო და რომელთა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანაც მოხერხდა? თუ კი, სად და რამდენი?
  • ღვარცოფში მოყოლილი დაღუპულების აღმოჩენა თუ მოხდა თერმული დრონის საშუალებით?

17 აგვისტოს, აი, ამ კითხვებით მიმართა რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მიუხედავად იმისა, რომ სტიქიიდან ორ კვირაზე მეტია გასული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია უწყებას ლოგიკურად დამუშავებული და ადვილად ხელმისაწვდომი უნდა ჰქონდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაცემებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით 10 დღეში შეგვატყობინებდნენ.

გიორგი ბახია, მოძრაობა „ბრაკონიერების წინააღმდეგ“ ერთ–ერთი დამფუძნებელი, შოვში, სტიქიის ზონაში, 4 აგვისტოს, გამთენიისას ჩავიდა. შუაღამიდან იმყოფებოდა სტიქიის ზონაში მისი კიდევ ერთი კოლეგა, რომელიც მზად იყო, ტერიტორიაზე თერმული დრონით ემუშავა, თუმცა გიორგი ბახია გვეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და აზუსტებს, რომ სტიქიის ღამეს არც სხვა თერმული დრონები დაუნახავთ:

„არ ვიცი, იმ ღამეს დრონები არ დაგვინახავს. 4 აგვისტოს, დილით, 20 წუთით მოგვეცა ჩვენი თერმული დრონების აფრენის უფლება. სიცოცხლის სხივები აღმოვაჩინეთ სამ ლოკაციაზე, მაგრამ რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ცხოველი თუ ადამიანი, ამის გარჩევა შეუძლებელი იყო. 4-5 დრონი გვყავდა.

თერმული დრონების აფრენის ერთადერთი აზრი ის იყო, რომ თუ ადამიანი ნახევრად იყო ჩარჩენილი ტალახში, ან სადმე ქვაზე, ხეზე იჯდა და ცოცხალი იყო, დავხმარებოდით, თორემ დანარჩენ შემთხვევაში, თერმული დრონებით მუშაობა, აზრს კარგავს. გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ საათში, ადამიანი უკვე ცივდება. ერთი საათის შემდეგ უკვე შეუძლებელია თერმული დრონებით მისი დაფიქსირება, მით უმეტეს, თუკი ის სიღრმეშია ჩაფლული“.

5 აგვისტოს, სტიქიიდან მესამე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს, რომლებიც თერმული დრონების გამოყენებით ცდილობდნენ სამაშველო ოპერაციაში ჩართვას და დახმარებას, განცხადებით მიმართა და მოუწოდა, რომ დრონებს შესაძლოა პრობლემები შეექმნა სამაშველო საქმიანობაში ჩართული ვერტმფრენისთვის და ამიტომ მათ უნდა შეეწყვიტათ სტიქიის ზონაში დრონების თვითნებური გამოყენება.

18 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, შოვში 27 ცხედარია ნაპოვნი. ამ დრომდე დაკარგულია 6 ადამიანი.

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ოფიციალური სრულყოფილი ინფორმაცია. ცნობები დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება.

წყარო: “რადიოთავისუფლება”

 

მეწყერიშოვი
გაზიარება17Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8 დეკემბერი, 2025

"დამპალო ნაცებო, ახლა მაინც არ შეგრცხვებათ, ლეშიჭამიებო?” – ჯღარკავა

უბედური შემთხვევა რიკოთზე _ 1 მუშა დაიღუპა, ერთი _ დაშავდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ნიკა გვარამია – რასაც ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან, ეს რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში

19:41; 8.12.2025
ფინანსები

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:50; 8.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8.12.2025
ფინანსები

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის

17:42; 8.12.2025
საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8.12.2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8.12.2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8.12.2025
ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

13:50; 8.12.2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8.12.2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8.12.2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8.12.2025
სამართალი

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა 

12:37; 8.12.2025
საზოგადოება

“წარმოუდგენლად მძიმე ამბავმა დაადუმა სოფელი” _ ცნობილია ჩოხატაურში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ვინაობა

12:29; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო