ხევის საჯარო სკოლის დირექტორი თამუნა შელეგია სოციალურ ქსელში სკოლიდან დამსახურებულ პენსიაზე გასულ მასწავლებელს პოსტს უძღვნის. თამუნა შელეგიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ხევის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული და ღვაწლმოსილი პედაგოგის ისტორია აქვს შემონახული. ისინი მიდიოდნენ და ასპარეზს ახალბედა მასწავლებლებს უტოვებდნენ.
თითქმის ხუთი ათეული წელია, ნანი მასწავლებელი მომავალი თაობების განათლების სამსახურშია. ამ ათეული წლების განმავლობაში, ხევის საჯარო სკოლის სახელისა და ავტორიტეტის, ტრადიციების დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულა. მისი აღზრდილები დღეს საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. იყო და დარჩება საიმედო მასწავლებლად. წელს ის დამსახურებულად გავიდა სკოლიდან, მაგრამ სკოლასთან კავშირი არ გაუწყვეტია. აინტერესებს სკოლის მომავალი და მისი წარმატებები. ნანი კვაჭანტირაძე ღირსეული დედა, ბებია და მეუღლეა. ჰყავს ბედნიერი და დიდი ოჯახი. ჩვენ ვაფასებთ მის განვლილ რთულ და წარმატებულ გზას მასწავლებლიდან სკოლის ხელმძღვანელობამდე. მის კვალზე ახალი თაობები გაიზრდება და ამრავლებს სკოლის წარმატებებს.
ჩვენი კოლექტივი ნანი მასწავლებელს უსურვებს ბედნიერებას, ჯანმრთელობას და მის მიერ აღზრდილი თაობების სახელოვან გზას!!!” _ წერს სკოლის დირექტორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.