ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სურებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშრდებიან.
როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელმა მოგვწერა, ახლობლებთან კონტაქტის დამყარება გუშინს მერე ვერ ხერხდება.
“გუშინ დილის მერე ვერ გავდივართ კონტაქტზე ვერავისთან, მთელი ხეობა ჩაკეტილია. შუქი არ აქვთ, არც გზა, არც ტელეფონები. სავარაუდოდ, უკვე პურიც გაუთავდებოდათ. ძალიან განვიცდით და ვნერვიულობთ.
ავაწრიალეთ ყველაფერი და აქამდე არაფერი არ არის შედეგი. მესმის რომ გადატვირთულები არიან და შეიძლება ცდილონენ, მაგრამ დრო გადის და ხალხი იქნებ შველას ითხოვს.
ან წამალი უნდათ რამე, ან რამე. ქალები მარტო არის სახლებში.
უამრავ ადამიანთან ვცდილობ დაკავშირებას, ყველა გათიშულია. საერთოდ ხმა არავისთან მიგვიწვდება.
რა შეიძლება გავაკეთოთ?
ისიც არ ვიცით ტრაქტორები წავიდა თუ არა ზევით
სამაშველო იქნებ ავიდეს. როგორმე უნდა მოხდეს ეს!.
ძალიან გთხოვთ იქნებ რამენაირად ვინმესთან კონტაქტზე გავიდეთ რომ გავიგოთ როგორ არიან მაინც, _ გვწერს შეწუხებული მოქალაქე.
“გურია ნიუსი” შეეცადა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მიეღო პასუხი სურების ხეობაში მყოფი ოჯახების შესახებ, თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.































































