ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთელი ნინო შეწირული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ოზურგეთიდან დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შეწირულს, რომელმაც თითქმის დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია:
_ ვნახოთ, მანამდე დიდი დროა. გამორიცხული არაფერია, _ გვითხრა მან.
ნინო შეწირული სეს-ის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ოთხი წლის მანძილზე მუშაობდა, შემდეგ ეს თანამდებობა, საკუთარი განცხადებით, გასულ წელს დატოვა და ამჟამად შპს „ვასაძის პურის“ წარმოების უფროსია.
ნინო შეწირული არის სოფლის მეურნების დოქტორანტი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი.
შეწირულმა დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტი, 2009 წელს დაამტავრა მაგისტრატურა და ჩააბარა დოქტორანტურაში. ის არის სოფლის მეურნების დოქტორანტი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი.
გურიაში დაბრუნებამდე, ნინო შეწირული თბილისში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი. შეწირული 33 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.