პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს სტუმრობს.
პრემიერმა რეგიონში ვიზიტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პრემიერის დასახვედრად მზადება მუნიციპალიტეტში დილიდან მიმდინარეობდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კრიმანჭულის სკვერიდან კინოს სახლამდე გზა ფეხით გაიარა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
ამ დროისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დატოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
როგორც ცნიბილია, ის ასევე ეწვევა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად.
როგორც პრესისთვის ცნობილია, პრემიერი კომენტარს მედიის წარმომადგენლებთან ლანჩხუთში გააკეთებს.
ავტორი