ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ამას უკავშირდება ასევე ომბუდსმენის არჩევა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„აქედან ჩანს, რომ ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან კანდიდატის სტატუსის მიღების ინტერესს. ჩვენ, პირიქით, ვმოქმედებთ სწორედ ამ ინტერესით, რაც არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების საერთო ინტერესი. ამისათვის გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება და დეკემბრისთვის ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მზად იმისთვის, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ სტატუსს ჩვენ შარშანაც ვიმსახურებდით, თუმცა ევროკომისიამ თავადვე აღიარა ორი თვის წინ, რომ უსამართლოდ არ მიენიჭა საქართველოს ეს სტატუსი“, – აცხადებს კობახიძე.