ზუგდიდში გეგა შენგელიამ ხმების 54.08% მიიღო, _ განაცხადა საგანგებო ბრიფონგზე ირაკლი კობახიძემ.
„ოქმების მონაცემებით, 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“, _ განაცხადა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, მარნეულშიც მოიგო „ქართული ოცნების” კანდიდატმა.
„რაც შეეხება სხვა უბნებს ზესტაფონში 52 უბანია დათვლილი. გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელი არის _ 50.53%. ჭიათურაში _ გივი მოდებაძის მაჩვენებელი არის 65.39%, ხულოს რაც შეეხება, აქ არის ყველა უბანი დათვლილი და 67.1% არის ვახტანგ ბერიძის მაჩვენებელი”, _ განაცხადა კობახიძემ.
უკვე დათვლილია მთაწმინდის 31_ვე უბანი და შედეგების მიხედვით ლადო კახაძეს 41% აქვს, შალვა შავგულიძეს _ 36.8%; ლევან იოსელიანს 6.6%, ჰერმან საბოს _ – 4.6%, ხოლო გრიგოლ გეგელიას 3.6%.