პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა, სოფელ საჭამიასერის, ქვემოხეთისა და ზემოხეთის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ასევე, მოისმინა მათი პრობლემები.
„წელს სრულდება სოფლებამდე მისასვლელი გზების სრული რეაბილიტაცია, თუმცა, შიდა სასოფლო გზები ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია. არის უბნები, სადაც წყალმომარაგების პრობლემაა. აღნიშნული საკითხები, ჩვენს სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია და მოგვარდება“, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.
ირაკლი კუჭავამ ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა: ქვემოხეთსა და საჭამიასერში _ ბესიკ ყენია, ხოლო ზემოხეთში _ერეკლე უღრელიძე. (R)