BBC-ის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში „რეგიონულ ომს“ გამოიწვევს.
„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება“, – განაცხადა ხამენეიმ.
ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ირანი „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს და იმედოვნებს, რომ ისინი „მისაღები“ შედეგით დასრულდება, ხოლო ირანის უსაფრთხოების უწყების მაღალჩინოსანმა ალი ლარიჯანიმ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობა მიმდინარეობს.
ტრამპი ირანის საქმეებში ჩარევით იმუქრება მისი ბირთვული ამბიციების და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის შემდეგ.



























































