ირანი ევროკავშირს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს.
FRANCE 24-ის ინფორმაციით, საქმე 2015 წლის ბირთბულ გარიგებას ეხება.
როგორც ირანი აცხადებს, ევროპამ არ შეასრულა გარიგებით ნაკისრი საკუთარი ვალდებულებები.
ცნობისთვის, ირანი დიდი ხანია ევროპას ადანაშაულებს, რომ ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეკონომიკური სარგებელი და დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ვალდებულებების შესამცირებლად, მათ შორის, ნებადართულზე მეტი ურანის წარმოება.
ევროპის ქვეყნებმა ირანის მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯს შეუთავსებელი უწოდეს და ქვეყანას მოუწოდეს, რომ შეასრულოს ხელშეკრულება ან სანქციების წინაშე წარსდგება.
აღნიშნულ განცხადებას დღეს ირანის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპის ნაბიჯს ელოდება, ხოლო ინპექტორების მიერ ტექნოგენური წარმოშობის ურანის ნაწილაკების ირანში აღმოჩენის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.