ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათმა რაკეტამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიაში მთავრობის სპიკერმა ალი რაბიეიმ გააკეთა განცხადება.
“ყველა ეს ანგარიში არის ფსიქოლოგიური ომი ირანის წინააღმდეგ. ყველა ქვეყანას, ვისი მოქალაქეებიც დაიღუპნენ ავიაკატასტროფისას, შეუძლია წარმომადგენლები გამოგზავნოს და ასევე მოვუწოდებთ კომპანია Bოეინგ-ს გამოგზავნოს საკუთარი წარმომადგენელი რათა შავი ყუთის მონაცემების გამოძიებაში ჩაერთონ,” – განაცხადა ალი რაბიეიმ.
ირანმა ასევე მოუწოდა კანადას, რომლის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გუშინ თქვა, რომ მათი დაზვერვის ინფორმაციით თვითმფრინავი სწორედ ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, გაუზიაროს ირანს ეს ინფორმაცია.
“ჩვენ მოვუწოდებთ კანადის პრემიერ-მინისტრს და სხვა მთვრობებს, ვისაც ინფორმაცია აქვთ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომ ის გადასცენ ირანში არსებულ საგამოძიებო კომიტეტს,” _ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბას მოუსავიმ.