ირანის უშიშროების ძალების 14 სამხედრო, მათ შორის რევოლუციური გვარდიის წევრები, პაკისტანის საზღვართან გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო თვებში სუნიტი მუსლიმების სეპარატისტული დაჯგუფებების თავდასხმები აღმოსავლეთ ირანში გახშირდა.
როგორც ირანში აცხადებენ, ბოევიკურ დაჯგუფებებს პაკისტანში უსაფრთხო თავშესაფარი აქვთ და მათ განლაგებებზე იერიშს მიიტანენ, თუ პაკისტანის დედაქალაქი რეაგირებას არ მოახდენს.