ირანის IRGC-ის რამდენიმე სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა რუსეთის აეროპორტებში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ბოლოს 4 სექტემბერს გაურკვეველი მიზნით დაჯდა. ამის შესახებ twitter–ზე terroralarm – წერს და თვითმფრინავების ფრენის რადარის Flightradar24 –ის რუკას აქვეყნებს.
Terroralarm-ის ვარაუდით, ირანი რუსეთს იარაღს აწვდის.
რუკაზე ჩანს, ირანულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამყენების საშუალება საქართველომ მისცა, როგორც ჩანს აზერბაიჯანმა უარი უთხრა.
ცნობისთვის, ირანის IRGC-ის, ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის ათობით კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი აშშ–ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.
ავტორი