ირანის ხელისუფლებამ ოსკაროსანი ფილმის მსახიობი, ტარანე ალიდუსტი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ apnews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალად ედევა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების შესახებ სიცრუის გავრცელება.
IRNA-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოსკაროსანი ფილმის “გამყიდველი” ვარსკვლავი ტარანე ალიდოსტი დააკავეს ერთი კვირის შემდეგ, რაც მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოლიდარობა გამოხატა პირველ მამაკაცთან, რომელიც ახლახანს სიკვდილით დასაჯეს, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის.
როგორც ცნობილია, ალიდოოსტი დააკავეს იმის გამო, რომ მან არ წარმოადგინა „არც ერთი დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება მის პრეტენზიებს“.