ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების, განსაკუთრებით შიიტების წინააღმდეგ ღია ომია,_ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირანის მთავრობის ოფიციალურ Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პეზეშკიანი ამბობს, რომ ირანი ამ ისტორიული დანაშაულის დამნაშავეებისა და წამქეზებლების წინააღმდეგ სისხლისღვრასა და შურისძიებას თავის ლეგიტიმურ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს და ყველაფერს გააკეთებს ამ დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის შესასრულებლად.































































