“ირანის ექსპრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ირანში ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერის გამო დააკავეს“, _ აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი ,, Al-Quds Al-Arabi“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანის ექსპრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენის ბრძანებით დააკვეს, რომლის მიზეზად კი აჰმადინეჯადის ანტისამთავრობო აქციაზე გაკეთებული განცხადებები სახელდება.
გაზეთის ინფორმაციით, ქალაქ ბუშერში, ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, აქციის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ,,ზოგიერთი მართველი პოლიტიკოსები, ხალხის პრობლემებისგან შორს იმყოფებიან და არაფერი იციან საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობაზე“
მან ასევე განაცხადა, რომ ,,მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან, პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მთავრობის პოლიტიკით, რომელმაც რესურსების და ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინა“
ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის დაკავებსთან დაკავშირებით, თეირანში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.