ირანის სახელმწიფო მაუწყებელი საინფორმაციო გადაცემის პირდაპირი ეთერისას ჰაკერებმა გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საინფორმაციოს მიმდინარეობისას ეკრანზე ნიღაბი გამოჩნდა, რასაც მოჰყვა უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის გამოსახულება, რომელიც ალში იყო მოქცეული.
ჯგუფმა საკუთარ თავს უწოდა “ადალათ ალი”, ანუ ალის სამართლიანობა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომლის დროსაც სამი ადამიანის სროლის შედეგად დაიღუპა. საპროტესტო ტალღა კი ჰიჯაბის წესის დარღვევის გამო დაპატიმრებული მაშა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია.