ირანმა,ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, _ ინფორმაციას ,,როიტერსი” ავრცელებს.
სააგენტო აშშ-თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს საჰაერო ბაზებზე ათამდე ბალისტიკური რაკეტამ დაარტყა, სამიზნე კი ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ და ,,ირბილი” იყო.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიების ინფორმაციით ,,ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა” დაადასტურა, რომ მათ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით განახორციელეს ბაზებზე დარტყმა. Bbc-ის ინფორმაციით, პენტაგონი ზარალის და მსხვრეპლის შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია. თეთრი სახლის სპიკერის ჯონათან ჰოფმანის განცხადებით, პრეზიდენტმა თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო.
,,ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ერაყში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ. პრეზიდენტი აკვირდება მიმდინარე მდგომარეობას და კონსულტაციებს უწევს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს”, – განაცხადა სპიკერმა. მისივე თქმით, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული აშშ-ის პერსონალის, პარტნიორების და მოკავშირეების დასაცავად. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზარალის შეფასების მიზნით, შესაბამისი სამუშაობი ხორციელდება.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.
ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.