ირანს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპატიმრება სურს, რისთვისაც დახმარებას ინტერპოლს სთხოვს.
როგორც თეირანის პროკურორმა, ალი ალყასიმერმა 29 ივნისს განაცხადა, ტრამპს და კიდევ სხვა 30-ზე მეტ პირს, რომლებიც არიან აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირები, ბრალად ედებათ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ყუდსის დანაყოფის ხელმძღვანელის მკვლელობა.
ცნობისთვის, ბაღდადის აეროპორტში სოლეიმანის მკვლელობამ აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის საფრთხე წარმოშვა, მას შემდეგ, რაც თეირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ერაყში აშშ-ის ძალებზე.
გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბულია მას შემდეგ, რაც აშშ გამოეთიშა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას და ირანს აღუდგინა მკაცრი ეკონომიკური სანქციები.