ირანში 24 ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამის მიზეზი კი საპროტესტო აქციებში მონაწილეობაა. მათ ბრალი ედებათ ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გავრცელებულ სიაში ერთ-ერთია რეპერი, მოჰსენ შეკარი, რომელიც 8 დეკემბერს დასაჯეს.
ცნობისთვის, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ზნეობის პოლიციამ დააკავა, რამდენიმე დღეში კი გოგონა გარდაიცვალა.