ირანის პოლიციამ ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საგენტო ,,ISNA“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები ჩვილებს INSTAGRAM-ით ყიდდნენ.
თეირანის პოლიციის უფროსის, ჰუსეინ რაჰიმის განცხადებით, დანაშაულებრივ სქემაში 10-15 ადამიანი იყო ჩართული. მისივე თქმით, ჩვილ ბავშვებს 400-500 მილიონ დოლარად ყიდდნენ.
,,ჩვილი ბავშვების ვაჭრობის ბრალდებით 3 ადამიანია დაკავებული, თუმცა სქემაში 10-15 ადამიანია ჩართული, რომლებიც ბავშვებს INSTAGRAM-ის საშუალებით ყიდდნენ, საუბარია 2 ჩვილზე, რომელთაგან ერთი 20 დღის არის, მეორე კი 2 თვის.
ბრალდებულები, ბავშვებს მშობლებისგან 50-10 მილიონ რიალად იყიდეს (255 და 510 აშშ დოლარი), ხოლო 400-500 მილიონად აპირებდენ გაყიდვას,“_ განაცხადა რაჰიმმა.
ირანის პოლიციის უფროსის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება სხვა დამნაშავეების ინდეფიცირებისთვის. ეჭვმიტანილები კი აცხადებენ, რომ დანაშაულს უმუშევრობის გამო ჩადიოდნენ,
გამოცემიის ინფორმაციით, ბავშვები სოციალურ სამსახურს გადაეცა.