ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ინფორმაციისთვის, რაისი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ ირანის მთიან რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად.
აიათოლა ხამენეიმ თქვა, რომ სამძიმარი გამოუცხადა „ირანის ძვირფას ხალხს“.
63 წლის ბატონი რაისი უზენაესი ლიდერის პოტენციურ მემკვიდრედ მოიხსენიებოდა.