ირანში აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 201 ადამიანი დაიღუპა,_ იტყობინება ირანის სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით.
“ქვეყნის 31 პროვინციიდან 24 დაბომბვის სამიზნე გახდა და 740-ზე მეტი ადამიანი დაშავდა”,_ განუცხადა პრესსპიკერმა მოჯტაბა ხალედიმ საინფორმაციო სააგენტოს.


























































