უკრაინის მოსახლეობამ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დროს ყველაზე მეტად დაეხმარნენ უკრაინას, საქართველო პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ, მეოთხე ადგილზე დაასახელა. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქყვენა.
კითხვა შემდეგნაირად იყო დასმული: თქვენი აზრით, რომელმა ქვეყანებმა ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს უკრაინას ყველაზე დიდი მხარდაჭერა რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექტსში? გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა პოლონეთმა, მეორე ადგილი – დიდმა ბრიტანეთმა, მესამე ადგილი – შეერთებულმა შტატებმა და მეოთხე ადგილი 17%-ით დაიკავა საქართველომ.
საქართველოს შემთხვევაში უფრო დეტალურად ხმები ასე გადანაწილდა: 18-დან 35 წლამდე რესპოდენტების 20%, 36-დან 50 წლამდე 20%, 51 წლიდან ზემოთ – 13%/
კვლევა 30 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 18 წელზე ზემოთ ასაკის 2001 ადამიანი მთელი უკრაინის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.