კოალიაცია „ცვლილებებისთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირინა ინარიძის ინფორმაციით, ჩოხატაურში მათი ბანერის ჩამოხსნას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს.
„ამ წუთებში გზაში ვართ და დეტალებს მოგვიანებით გეტყვით. რატომ ითხოვენ ბანერის ჩამოხსნას ჯერ არ ვიცით. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის ნომერი დააზიანეს და ხუთიანი დააწერეს. ასე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აპირებს ბანერის ჩამოხსნა. ეს ყველაფერი კანონით რეგულირდება და არავის არ აქვს უფლება ამ ქვეყანაში უკანონობა ჩაიდინოს”,_ ამბობს ინასარიძე.
კოალიცია „ცვლილებებისთვის” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფისის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაძე ამბობს, რომ დილით ბანერებზე იყო შეურაცხმყოფელი წარწერები და ასევე მათ საარჩევნო ნომერზე ეხატა ხუთიანი.
მისივე თქმით, ამ ფაქტიდან წინა დღეს მათ ოფისთან იმყოფებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან და მოითხოვეს ბანერის ჩამოხსნა.