ოზურგეთელმა ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო და თამამად შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება.
_ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, – გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ქავჟარაძეს.