დღეს 18:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს.
აქციაზე დასასწრებად კოლონები დაიძრა დასავლეთიდან. დედაქალაქისკენ მომავალ კოლონებს საზოგადოების ნაწილი კონტრაქციით დახვდა. მოქალაქეები ქუთაისის შესასვლელთან ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი ეხმიანება და მათ ურჩევს, ხელისუფლებას ცოცხების ნაცვლად, ფული გამოართვან:
“ამ ხელისუფლების დაუღალავო მომხრეებო! თბილისისკენ მომავალი კოლონებისთვის გზების გადასაკეტად ცოცხებს რო გირიგებენ, თითო 11 ლარი ღირს და ფულად გამოართვით ფულად, არ გირჩევნიათ? კაი ცოცხები ჩანს და ასე ქუჩაში დასაყრელად არ მემეტება, თან კადრებშიც უფრო სოლიდურად გამოჩნდებით.” – წერს სარიშვილი.