ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კვირაში ერთი დღე ექიმად მუშაობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ლეო ვარადკარი პოლიტიკაში შესვლამდე 7 წელი ექიმად მუშაობდა.
„ჯანდაცვის სფეროში მისი ბევრი ოჯახის წევრი და მეგობარი მუშაობს. მას სურდა დახმარება, თუნდაც მცირედით“,_ ნათქვამია განცხადებაში.