ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და მოუწოდა ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც იგი მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას”,_ ნათქვამის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.