“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.
“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!”_ წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, სამების საკათედრო ტაძარს წმ. მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიც არის გამოსახული “პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა. ტაძარში ხატის გამოჩენას კი საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ხატს კი სამოქალაქო ატივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე თემაზე:
რას ამბობენ საპატრიარქოში ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული