ირწმუნე უკრაინის – ამ მოწოდებით ამ წუთებში სრულმასშტაბიანი ომის 2 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში მყოფი უკრაინელები რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
ცოტა ხანში სოლიდარობის მარში დაიწყება და აქციის მონაწილეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ. გაიშლება უკრაინის დროშა.
ღონისძიების ორგანიზატორი უკრაინელ აქტივისტთა გაერთიანებაა. სოლიდარობის მარშს უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები.
დღეს კი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, მათ შორის, მწერალთა სახლში აჩვენეს მარიუპოლთან დაკავშირებული ფილმი.