კაცი შს მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი, ორჯერ პრემიერი და ის თუ არ იცის, რომ მხუთავი გაზი არის მკვლელი და საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ჯერ კიდე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ამის გამოყენებას მართლა ფიქრობდა ადამიანების წინააღმდეგ, ჰააგის ტრიბუნალზეა მისი ადგილი! _ ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით განაცხადა.
“2003 წლის ასე დაკნინება კიდევ, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობა.
მივდივართ კიდეც 90-იანებისკენ, ისეა ჩამოშლილი ყველაფერი და ადამიანები საკუთარი ბედის ანაბარა შეტოვებული”… _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.