ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სოფლის ცენტრში ინტერნეტის კაბელია ჩამოვარდნილი. მსგავსი ფაქტი 10 დღის მანძილზე მეორედ ხდება. სავარაუდოდ, ინტერნეტის კაბელი სატვირტო მანქანამ გაწყვიტა. წინა ჯერზე ინტერნეტის კაბელის ჩამოგდება ტრაქტორმა მოახერხა.
როგორც სოფელში გვითხრეს წელს, ზაფხულში ინტერნეტის კაბელი ოთხჯერ გაწყდა, რაც ხან სატვირთო მანქანის და ხან კიდევ ტრაქტორის ბრალი იყო. სოფელში კომპანიას ურჩევენ, რომ ისე გააკეთონ ინტერნეტის კაბელი არც სატვირტო მანქანამ და არც ტრაქტორმა არ დააზიანოს.
“SMS – გაცნობებთ რომ სერვისზე – ოპტიკური ინტერნეტი & IPTV (აბონენტის ნომერი xxxxxx) დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრის სავარაუდო ვადა არის: 08.09.2025 18:00. მადლობა, რომ აირჩიეთ მაგთი” – კომპანიისგან ასეთი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს “მაგთის” მომხმარებლებმა.



































































