ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასწყისში, ტრადიციულად, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო. დავით დარჩიას თქმით, 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა. 7 საკითხის წაკითხვის დროს “რუსთავი 2“-ის ოპერატორმა გადაღება დაიწყო და კამერაზე ე.წ. “ფლეშ-ბექი“ ჩართო.
“ისე, კარგია, რომ გაანათე“, _ უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ “რუსთავი2“-ის ოპერატორს.