“ისედაც თითქოს ყველამ იცის, მაგრამ მაინც:
1. სილის გაწვნა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, ვერ იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართალი საქმეში მაშინ ერთვება, როცა ქმედება აღწევს გარკვეულ ინტენსივობას. სილის გაწვნა შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
2. სამართალს, კანონს აქვს საზრისი. ყოველთვის და ყველაგან, თუ კანონი იმსახურებს კანონის წოდებას, ის უნდა ემსახურებოდეს საჯარო სიკეთეს. როცა კანონი კარგავს საჯარო სიკეთის მიმართ მსახურებას, ის იქცევა თვითნებურ ბრძანებად.
3. ბოლო თვეებამდე, ივანიშვილის თოჯინები ცდილობნენ, მათ მიერ მიღებული კანონებისთვის ეს საზრისი ხელოვნურად გამოეგონებინათ. ამის კარგი მაგალითია ის, რომ გამჭვირვალობის კანონი უწოდეს აგენტების კანონს. ახლა ეს მცდელობებიც გაქრა.”- წერს იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში., იურისტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი,დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლობ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელს პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.






























































