„ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთში სამი ჟურნალისტის მკვლელობაზე.
როგორც ცნობილია, დაღუპულები ქალები არიან და ისინი ადგილობრივ რადიოსადგურსა და ტელევიზიაში მუშაობდნენ.
დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სამი ქალი ჟურნალისტი გახდა სამიზნე, რადგან ისინი მუშაობდნენ ჯალალაბადში, ავღანეთის განდგომილი მთავრობის ერთგულ “მედიასაშუალებებში”.