ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, ისრაელის ახალი პრემიერი მემარჯვენე ნაციონალისტების ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდა, ქვეყნის პარლამენტმა ახალი მთავრობის ფორმირებას მხარი კენჭისყრის შედეგად დაუჭირა. რომლითაც, ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდა.
როგორც BBC წერს, ისრაელის ქნესეთში ნაფტალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგი იყო, 1-მა კი, თავი შეიკავა. ახალმა პრემიერმა ფიცი უკვე დადო
გამოცემის ინფორმაციით, კოალიციური შეთანხმებით, “იამინის” ლიდერი ნაფტალი ბენეტი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის სექტემბრამდე იქნება, რის შემდეგაც, 2 წლით მის თანამდებობას, “იეშ ატიდის” ლიდერი იარ ლაპიდი დაიკავებს.
ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას 3 ივნისს მიაღწიეს.
როგორც BBC წერს, ბენეტი პრემიერის პოსტზე 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავეს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების ლიდერს, იეშ ატიდს გადასცემს, რომელიც არის ძალაუფლების გადანაწილების გარიგების ნაწილი.
ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ თავმჯდომარედ დარჩება და ისრაელის ოპოზიციის ლიდერი გახდება.
ცნობისთვის, იმის გამო, რომ მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდებოდა, ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში არჩევნები 4-ჯერ ჩატარდა.