28 თებერვლის დილას ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე ქვეყნის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი იყვნენ.
ისრაელის ანონიმური წყაროების ინფორმაციით, ისრაელის შეფასებით, ირანის ხელმძღვანელობის განადგურების მიზნით დარტყმები „მაღალი წარმატებით“ განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, შეფასება ეხება უფროს მეთაურებს და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს.
რაც შეეხება ირანის უზენაეს ლიდერს, New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ განადგურდა ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად. თუმცა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ხამენეი ადგილზე.



























































