IDF-ის განცხადებით, ჰეზბოლას ლიდერი მოკლეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰასან ნასრალას გარდა დაიღუპნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სხვა მაღალი რანგის წევრები – მათ შორის ჰეზბოლას სამხრეთ ფრონტის მეთაური.
IDF აცხადებს, რომ გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა “მიზანმიმართული დარტყმა” მოახდინეს ჰეზბოლას ცენტრალურ შტაბზე, რომელიც, მისი თქმით, მდებარეობდა “მიწისქვეშ ჩაშენებული საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ ბეირუთში, დაჰიეს რაიონში”.