ისრაელი გმობს ანტისემიტური მუქარის შემცველ წარწერებს ოდესის ქუჩებში და მოუწოდებს კიევს გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ავრცელებს.
„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ და ველოდებით უკრაინის ხელისუფლების მიერ გადამწყვეტი ზომების მიღებას და დამნაშავეების დასჯას“,_ ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.