BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა.
„ჩემო ძმებო და დებო, ისრაელის მოქალაქეებო, ცოტა ხნის წინ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანში ტერორისტული რეჟიმის მიერ შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხის მოსაშორებლად ოპერაცია დაიწყეს.
„მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი ისტორიული ლიდერობისთვის. 47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი ყვიროდა „სიკვდილი ისრაელს“, „სიკვდილი ამერიკას“.
„მან დაღვარა ჩვენი სისხლი, მოკლა მრავალი ამერიკელი და ხოცვა საკუთარი ხალხი. ეს მკვლელი ტერორისტული რეჟიმი არ უნდა იყოს შეიარაღებული ბირთვული იარაღით, რაც მას საშუალებას მისცემს, მთელი კაცობრიობა დაემუქროს. ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს, რათა მამაცი ირანელი ხალხი საკუთარ ხელში აიღოს თავისი ბედი.
„დადგა დრო, რომ ირანელი ხალხის ყველა სეგმენტმა – სპარსელებმა, ქურთებმა, აზერბაიჯანელებმა, ბელუჯებმა და აჰვაზებმა – მოიშორონ ტირანიის უღელი და შექმნან თავისუფალი და მშვიდობიანი ირანი.
“ „მოგიწოდებთ თქვენ, ისრაელის მოქალაქეებო, მოუსმინოთ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს. უახლოეს დღეებში, ოპერაცია „ლომის ღრიალის“ ფარგლებში, ყველა ჩვენგანს მოთმინება და სიმტკიცე მოეთხოვება.
„ერთად დავდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად უზრუნველვყოფთ ისრაელის მარადისობას”,_ აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.




























































