BBC– ის ინფორმაციით, ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 პალესტინელი, მათ შორის სამი დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” მეთაურია.
პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის სამი ქალი და სამი ბავშვია. კიდევ 20 ადამიანი დაშავდა.
ისრაელმა განაცხადა, რომ მან დაიწყო ოპერაცია, რომლის სამიზნეც ბოევიკები არიან, რომლებიც წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს მისი მოქალაქეებისთვის.
“ისლამურმა ჯიჰადმა” შურისძიების პირობა დადო და ღაზაში მყოფი მებრძოლები ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლით უპასუხებენ.
ამბობენ, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ემზადებიან რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის.