BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი აცხადებს, რომ ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემების ფართომასშტაბიანი ოპერაციები, ეს მაინც არ არის უშეცდომო“,_ ამბობს დეფრინი. ის მოუწოდებს ისრაელში მცხოვრებ მოსახლეობას, დაიცვან ხელისუფლების ინსტრუქციები და თავდასხმის დროს თავშესაფარი იპოვონ.
ეფი დეფრინი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „მძიმედ დააზიანა“ ირანის თავდაცვის სისტემა და დასძენს, რომ ისრაელი აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობს თავდასხმის გასაგრძელებლად.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა იმ მიზანს, რაც ჩვენთვის დავისახეთ“, – ამბობს ის.
ორი გარდაცვალების გარდა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმის დაწყებიდან 456 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათგან 86 ჯერ კიდევ საავადმყოფოში და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.



























































